ჩვენს შესახებ
Hi Tbilisi — ეს არის მულტიფუნქციური პრემიუმ სივრცე თბილისში, რომელიც იდეალურია მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიებების ჩასატარებლად . ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ დახვეწილი, გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის ღონისძიებების ახალი სტანდარტი დედაქალაქში.
ქართულ-ევროპული მენიუ, რომელიც ტრადიციულ გემოს თანამედროვე სერვირებას აერთიანებს, სტუმრებს სთავაზობს როგორც ნაცნობ, ასევე ახალ კულინარიულ გამოცდილებას.
ჩვენი სივრცის უპირატესობა არა მხოლოდ დახვეწილ დიზაინში და უმაღლეს მომსახურებაშია, არამედ შესანიშნავ პანორამულ ხედებში, რომელიც თბილისზე იშლება და ნებისმიერ ღონისძიებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.
Hi Tbilisi-ში თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ:
- კორპორატიული ღონისძიებები
- ქორწილები
- გალა ვახშმები
- კონფერენციები
- ნებისმიერი სხვა მასშტაბური ღონისძიება
ტევადობა:
- სხდომითი ფორმატით: 100-დან 700 სტუმრამდე
- დგომითი ფორმატით: 2500 სტუმრამდე
Hi Tbilisi – ელეგანტურობისა და მასშტაბის სრულყოფილი ჰარმონიაა, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები იქმნება
